საქართველოს პრეზიდენტს იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
22-08-2017, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა, ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 


სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს; ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას.

 


მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იაპონიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი