ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ საგანგებო შტაბმა გაავრცელა.
შტაბის ცნობით, საქართველოში უკვე შემოვიდა დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაერთვება ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში.
„ბელორუსიდან კი, მოფრინავს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობის მქონე სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც 15 ტონიანი წყლის რეზერვუარით არის აღჭურვილი. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ძლიერია ტერიტორიის დაკვამლიანება, თუმცა ამ ეტაპზე, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არ არის ხანძრის გავრცელების საშიშროება. ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ასთმით, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს. სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას. სტიქიის ადგილზე რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მთელ ტერიტორიაზე, სრული მობილიზაციის პირობებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ტყის მცველები. ასევე, მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა", აღნიშნულია საგანგებო შტაბის განცხადებაში, რომელიც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.