თამარ ბერუჩაშვილი: მნიშვნელოვანია ის პროგრესი და ძალისხმევა ვაჩვენოთ, რაც ქვეყნებმა გასწიეს
22-04-2015, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა, იმ პროგრესისა და ძალისხმევის ჩვენება მოახერხონ, რომელიც გასწიეს.

ბერუჩაშვილის განცხადებით, ამ მხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებულად სამი ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გამოიყო და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია,ის პროგრესი და ძალისხმევა ვაჩვენოთ, რაც ქვეყნებმა გასწიეს. განსაკუთრებულად აღინიშნა სამი ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც არა მხოლოდ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და მისი განხორციელება დაიწყეს, არამედ პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა.

მინისტერიალში მონაწილეობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმ ამიიღეს. მინისტერიალს ასევე, ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო.

შეხვედრაზე ასევე, აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი