ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძარია გაჩენილი, რომელიც დაახლოებით 2 ჰა-ზეა მოდებული და რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მდგომარეობას ის ართულებს, რომ ძლიერი ქარია და ტერიტორია, სადაც ცეცხლია გავრცელებული, კლდოვანი და სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელია.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა.
„საგანგებო შტაბის წევრები ღებულობენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა“, ნათქვამია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.
ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით არის მოშორებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.