ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჯარისკაცები ერთვებიან
22-08-2017, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში, სადაც ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა.

 


იზორიას განცხადებით, ატენის ხეობაში, სტიქიის ზონაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მალე თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცი ჩაერთვება.

 


მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ, თუ ბორჯომის ხეობაში ისევ შენარჩუნებული იქნება ხანძრის კერები, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ძალების მობილიზებას იქაც მოახდენს.

 

 

ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის მეხანძრე მაშველები აწარმოებენ.

 


ამ ეტაპზე ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სპეციალური თხრილების მოწყობა მიმდინარეობს.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან უკვე რამდენიმე საათია რაც ხანძარია გაჩენილი. ცეცხლი დაახლოებით 2 ჰა-ზეა მოდებული და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 


მდგომარეობას ის ართულებს, რომ ძლიერი ქარია და ტერიტორია, სადაც ცეცხლია გავრცელებული, კლდოვანი და სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელია.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა.

 


„საგანგებო შტაბის წევრები ღებულობენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა“, ნათქვამია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.

 

  

ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით არის მოშორებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი