ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ორი დღის განმავლობაში დარჩება
23-08-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს პრევენციის მიზნით ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

 


უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა. დაახლოებით 80 გრადუსი დახრილობის მქონე მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებულ კერებთან წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და გამთენიისას ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდა.

 


ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს.

 

 

ისინი ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი