გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს: ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ
23-08-2017, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს.

 

 

საგანგებო შტაბის მიერ გამართული თათბირის შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამ კუთხით ყველა, მათ შორის, ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიაც განიხილება.

 


„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით ისევე, როგორც ჯერ ვერ გეტყვით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა. სრული ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ამაზე საუბარი.... მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.

 

 

„ტექნიკა  მუშაობს სრული დატვირთვით - 5 ვერტმფრენი მუშაობს ისევ, ბელორუსების ვერტმფრენი კოპიტნარშია და დაიმატებს საწვავს და რა დროც დასჭირდება აქამდე ჩამოსვლას - შემოგივიერთდება. ასევე შემოგვიერთდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თავისი ტექნიკით. იმედიანად ვართ, რაც მთავარია, ბუნებრივი პირობები ხელს გვიწყობს იმისთვის, რომ მთელი ეს რესურსი ეფექტურად გამოვიყენოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ თვითმფრინავმა უკვე ერთი შემოფრენა გააკეთა, ის დაბრუნდა წყლის ასავსებად“, განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი