გიორგი მარგველაშვილი: ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ამ წუთას ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა, ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება
23-08-2017, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცეცხლი ამ წუთას ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა, ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში, სადაც ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების გასაცნობად ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

 

 

პრეზიდენტმა 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ადამიანებსა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 


„ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს. რამდენი გულრწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს: სომხები, აზერბაინელები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან - ეს რა თქმა უნდა, ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა.

 

 

არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ძალიან ისეთი ინტენსიური სამუშაოები. ერთი არის რომ თქვენ ხედავთ, რომ ცეცხლი ამ წუთას ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა, ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება და ადამიანები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ. მადლობა მათ კიდევ ერთხელ“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

კითხვაზე, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამორიცხავს თუ არა დივერსიას, გიორგი მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

 


„მე გუშინაც გითხრით და დღესაც ვიმეორებ - როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით ამ პრობლემის გადასაწყვეტად. როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს. ეს არის წესი, რომელსაც ყოველთვის უნდა მივდიოთ ერთად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი