გიორგი მარგველაშვილი: ამ რთულ მომენტში, ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს
23-08-2017, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით რამდენიმე საათის წინ ჩავიდა, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რთულ მომენტში გამოჩნდა, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარ ჰყავს საქართველოსა და ქართველ ხალხს.

 

 

„ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს. რამდენი გულრწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს: სომხები, აზერბაინელები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან - ეს რა თქმა უნდა, ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა“, განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის დამუშავებას დიდი დრო დსჭირდება.

 


„არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ძალიან ისეთი ინტენსიური სამუშაოები. ერთი არის რომ თქვენ ხედავთ, რომ ცეცხლი ამ წუთას ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა, ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება და ადამიანები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ. მადლობა მათ კიდევ ერთხელ“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

სტიქიური უბედურების ზონაში ჩასულ გიორგი მარგველაშვილს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი