იან კელი: შეშფოთებული ვართ ხანძრის გამო - ტელეფონით ველაპარაკე ამერიკის კრიზისების მართვის ოფისს, თუ რა სახის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ საქართველოს მთავრობას
23-08-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, იგი ესაუბრა აშშ-ის კრიზისების მართვის ოფისს და ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა გააცნო.

 

 

როგორც კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკა საქართველოს დაეხმარება - დღეს მთავრობას შეთავაზების რამდენიმე წინადადებას გააცნობს და გადაწყვეტილებას, თუ რა კუთხით სურს საქართველოს დახმარება, ხელისუფლება მიიღებს.

 

 

„შეშფოთებული ვართ ხანძრის გამო, შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ტელეფონით ველაპარაკე ამერიკის კრიზისების მართვის ოფისს, თუ რა სახის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ საქართველოს მთავრობას. დღეს სხვადასხვა სახის წინადადებებს წარვადგენ და გადაწყვეტილებას ქართული მხარე მიიღებს,“ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

 

იან კელი ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას მედიის წარმომადგენლებთან გუშინაც გამოეხმაურა.

 

 

„ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას“, აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი