გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა წარუდგინა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.
კახა გულედანის განცხადებით, ახალი გამოწვევებია რეგიონში, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მერაბ ჭანუყვაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მას 2013-2014 წლებში ეკავა გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. წლების მანძილზე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
გურიის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გია სალუქვაძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.