კახა კალაძე: ჩვენ ვცდილობთ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით
22-04-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში ფაქტობირვად  არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კახა კალაძემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.


"ჩვენ ვცდილობთ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსით. ჩვენ დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოდის უცხოეთიდან და ენერგეტიკა ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ბელორუსი, იმედია, დაინტერესდება ინვესტირებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემო გვაქვს. ფაქტიურად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი