„ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არ დასრულდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი და თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს. როგორც ცოცხალ ძალას ასევე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ სტიქიას დავამარცხებთ.
"შტაბი აგრძელებს 24-საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ და სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს მუშაობს", განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.