ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნიკალური ტყის აღდგენის მიზნით, შესაძლოა, სპეციალური ფონდიც შეიქმნას.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ რა თქმა უდა დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ. როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შესაძლოა შევქმნათ ფონდიც, სადაც ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული ამაში, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ხანძრამდე იყო", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.