პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა.
პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარადგინა, მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.