ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქალაქ ხონში, ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბაზაზე, სოციალურად დაუცველთათვის, ინოვაციური სერვისი „სოციალური სამრეცხაო“ ამოქმედდა.
გახსნის ცერემონიალს სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი და გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ლეილა კინწურაშვილი ესწრებოდნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი გათვლილია ა(ა)იპ „ხონის სათნოების სახლის“ და ააიპ „ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლის“ 250 ბენეფიციარზე და მათი ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ დიდი კუხის საბავშვო ბაღში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული მზის კოლექტორი დაათვალიერეს. 2016 წლიდან ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ი ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში ხონში ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლებით. სწორედ აღნიშნული საბჭოს მუშაობის შედეგად შეიქმნა სოციალური ჩართულობის 2017-2018 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს წევრები გასული წლის ნოემბრის თვეში იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ადგილზე გაეცნენ ინოვაციურ სოციალურ სერვისებსა და მათი მუშაობის სპეციფიკას, რათა მომხდარიყო მათი ჩვენს რეალობაზე მორგება და გაზიარება“, აღნიშნულია ხონის გამგეობის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.