შს მინისტრი: ბორჯომის ხეობაში ახალი კერები ამ ეტაპზე არ გვაქვს გარდა ერთი გამონაკლისისა, ამ კერასთანაც უკვე გაჭრილია გზა, მისულები არიან ჩვენი თანამშრომლები
23-08-2017, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ზონაში ცეცხლის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა.

 

 

როგორც შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის მხოლოდ ერთი ახალი კერა არსებობს და ამ კერამდე მეხანძრე-მაშველები უკვე მისულები არიან.

 

 

„ახალი კერები ამ ეტაპზე არ გვაქვს გარდა ერთი გამონაკლისისა, ამ კერასთანაც უკვე გაჭრილია გზა, მისულები არიან ჩვენი თანამშრომლები - მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება", განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის განმარტებითაც, სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

 

 

ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა. ხედავთ, რომ ძალიან ძლიერი ქარია, ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან კერების მიმდებარე ტერიტორიებზე, ყველასგან მოგვდის ის ინფორმაცია, რომ რაც უფრო ზემოთ იწევიან ჩვენი თანამშრომლები, მით უფრო ძლიერდება ქარი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვაჩერებთ ერთი წამით მუშაობას", აცხადებს შს მინისტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი