სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლაიტი“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ქალაქ ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელ მცირე საწარმოს აშენებს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, დღეისათვის, შენობის კეთილმოწყობა დასრულებულია და საწარმოს შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა მიმდინარეობს.
„საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხის მოცულობამ 84 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივის თანადაფინანსებამ 28 ათასი ლარი შეადგინა. საწარმო ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა და მასში 20 ადამიანი დასაქმდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმო: ფქვილის, ღერღილის და საქონლის კომბინირებული საკვების წარმოებას დაიწყებს", აღნიშნულია ხობის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.