ხონში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
23-08-2017, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კუბლაშვილმა ხონში, ჭანტურიას ქუჩაზე და ცენტრალურ საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

 

 

ხონის გამგეობის ცნობით, უახლოეს დღეებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის მეორე ფენა დაიგება.

 

 

ჯემალ მებუკის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცენტრალური საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია საამშენებლო ნარჩენებისაგან მთლიანად გასუფთავდება.

 

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათი შეფასებებით დაინტერესდნენ. მიმდინარე წელს ხონში სულ 18 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში 12 კილომეტრი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდა და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულები შპს. „არქეოპოლისი“ და შპს. “ინდიგო“ ახორციელებენ", აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი