საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, ოთხშაბათ საღამოს, (8:45 საათზე) მორიგი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძლიერმა ქარმა ხანძრის რამდენიმე კერა გააძლიერა, თუმცა დასძინა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და „ამ წუთას მოსახლეობის მიმართულებით [ცეცხლის] გავრცელების საფრთხე არ არსებობს“.
„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით. დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა, იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში განვაგრძოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, იმისათვის, რომ დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ ისევე, როგორც მთელი დღის განმავლობაში დღეს, ავიაციის მეშვეობით და ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა, ცოცხალი ძალისთვის, იმისათვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ ღამის განმავლოაბში შტაბი განაგრძობს მუშაობას და დილით უფრო ცხადი სურათი იქნება.
მან აღნიშნა, რომ ცეცხლის კერები, რომელიც დღის მეორე ნახევარში, რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გაჩნდა, „კონტროლირებადია“ და დაამატა, რომ „ძალიან ბევრი რამ არის ქარზე დამოკიდებული“. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ამ წუთას მოსახლეობის მიმართულებით [ცეცხლის] გავრცელების საფრთხე არ არსებობს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.