ბორჯომის ხეობაში სამაშველო 4-კაციანმა ჯგუფმა, როგორც თავად აცხადებს, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“.
„არაფერს არ ვამტკიცებთ! მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! - დღეს სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, ჩვენმა ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა აი ეს ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“ რაც გვაფიქრებინა იმან, რომ დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი, მიუხედავად გადამწვარი ტყის ფერფლის მძაფრი სუნისა, რომელიც გარშემო ტრიალებდა და ფოტოზე ჩანს, ხეზე მიმსხვრეული, რაც ძალიან ადვილად აალებად „მოლოტოვის კოქტეილს“ აამუშავებდა! ვიმეორებ: - არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია, ვამბობთ, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!“, წერს სამაშველო პროცესში ჩართული ერთ-ერთი პირი, ბესო ჩუბინიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სადაც ფოტოებსაც ავრცელებს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.