საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ზონაში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, წუხანდელი რთული ღამის შემდეგ, რა დროსაც ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზის გაჭრა და ჯანმრთელი ტყის ცეცხლის კერებისგან გამიჯვნა მოხდა, ცეცხლის კერების ავიაციითა და ცოცხალი ძალით დამუშავება გაგრძელდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში 6 ვერტმფრნი და 1 500 ადამიანია ჩართული.
„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია ტყეში, დაახლოებით, 3 კმ-მდე ახალი გზა.
მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული. ამ წუთას მუშაობს ექვსი ვერტმფრენი, მუშაობს 1 500 კაცი - ცოცხალი ძალა, გასული არიან აქტიური ცეცხლის ყველა ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ კერებზე როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა რომ განსაკუთრებულად აღვნიშნო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ. გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან, სომხეთისგან, ასევე ბელარუსისგან. გუშინ დახმარების მზადყოფნა ასევე გამოითქვა სხვა ქვეყნებისგან - ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან. დახმარების მზაობა გამოითქვა უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანის მხრიდან", განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.