ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან გამთენიისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანას, ე.წ. ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ავტოავარიას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ერთი ადამიანი გადაურჩა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.