საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, რუსეთის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას ბორჯომის ხეობაში გაჩნილი მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართვის შესახებ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან რთული ურთიერთობების პირობებში, დახმარებისთვის მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია.
„რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც სტიქიური უბედურების ზონაში ამ დროისთვის არსებული მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.