დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, სტიქიის ზონაში სამაშველო და სატყეო სამსახურების მობილიზების გარდა, ამ წუთებში დამატებით ვერტმფრენიც მუშაობს.
მისი თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„პრინციპში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ადგილზე ვერტმფრენი მუშაობს დამატებით. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მუშაობს სამაშველო სამსახური, სატყეო სამსახური - ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სტრუქტურები. ცეცხლის გავრცელების არიალი ისევ ის არის, პრინციპში ლოკალიზებულია", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ვაჟა ჩოხელმა, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 2 ჰა ფართობი დაიწვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.