რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
24-08-2017, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.

 

 

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა წარუდგინა.

 

 

გულედანის თქმით, რჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს.

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი, მანამდე იყო ამბროლაურის საკრებულოს წევრი.

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაპუნა მარგველიძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი