„ბელორუსიის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ქართული მხარე ქართველი პოეტის მირზა გელოვანის საქართველოში გადმოსვენების საკითხს დააყენებს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ჩვენ გვინდა დიდი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი საქართველოში გადმოვასვენოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ იმ დღის წესრიგში, რომლითაც მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, პრეზიდენტს და პრემიერ -მინისტრს ექნებათ შესაძლებლობა, ეს საკითხები დააყენონ“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. 27 წლის ქართველი პოეტი მირზა გელოვანი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წელს დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.