ოთხი მამაკაცი სამხრეთ აფრიკაში სასამართლოს წინაშე კანიბალიზმის ბრალდებით წარსდგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოლიციის შენობაში შევიდა და განაცხადა, რომ „დაიღალა“ ადამიანების ხორცის ჭამით.
როგორც BBC იუწყება, დაკითხვისას ერთ-ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ადამიანის ხელი და ფეხი შეჭამა.
პოლიცია ამის შემდეგ მამაკაცს თავის სახლში, ქალაქ კვაზულუ-ნატალში გაჰყვა, სადაც ტანის უფრო მეტი ნაწილები აღმოაჩინეს.
ოთხივე მამაკაცი, რომელთაგანაც ორი ტრადიციული მკურნალია, მკვლელობისა და მკვლელობის კონსპირაციის მუხლებით დააკავეს
ისინი ესტკორტის სასამართლოში ორშაბათს წარსდგნენ.
პოლიციამ BBC-სთან განაცხადა, რომ 22-დან 32 წლამდე მამაკაცები შესაძლებელია უფრო დიდი სინდიკატის წევრები იყვნენ.
საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება და პოლიცია დაჟინებით მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომელთა ნათესავებიც ეტსკორტის მიდამოებში გაუჩინარდნენ, რომ ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ჯერჯერობით უცნობია, სხეულის ნაწილები ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუ რამდენიმეს, ამიტომაც ადგილზე სასამართლოს ექსპერტები მუშაობენ.
ერთი თვის წინ დურბანში, რეგიონის უდიდეს ქალაქში, ერთი პიროვნება დააკავეს, რომელსაც ზურგჩანთაში ადამიანის თავი ედო. გავრცელებული სარწმუნო ცნობით, იგი თავის ტრადიციული მკურნალისთვის მიყიდვას ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.