საგანგებო შტაბის ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და პროცესში MI 8T ტიპის ვერტმფრენი ჩაერთო. მათივე ინფორმაციით, დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს.
„ადგილზე რჩება ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლების სოლიდური რაოდენობა, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც დღის მეორე ნახევარში უკვე დასკვნით ზომებს მიიღებენ. განხორციელდება მიწის სამუშაოები, რომლითაც მოხდება სტიქიის სრული ლიკვიდაცია", აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.