ნილს სკოტი საგანგებო შტაბში მივიდა: სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა - ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია
24-08-2017, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ სტიქიის შესახებ პირველივე წუთებიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფორმირებული იყო გაეროს ჟენევისა და თბილისის ოფისები.

 


„გაეროს მოსაზრებით, დღეს მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება - პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა. ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას თვალშისაცემია ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან. გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა გატარებული", განაცხადა ნილს სკოტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი