„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს.
უდუმაშვილმა ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია ანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში „ქართული ოცნება“. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება სთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.