გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არამხოლოდ ყველამ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ
24-08-2017, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა და განცხადებით მიმართა.

 

 

„დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა.

 


კონსტიტუცია, ისევე როგორც ჰიმნი, დროშა და გერბი ყველას გვაერთიანებს, ისევე როგორც გვაერთიანებს ჩვენი ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია!“

 


სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთიანნი, ჩვენ დღეს დღევანდელი დღის საზეიმო ღონისძიებები გავაუქმეთ. იმიტომ, რომ ვართ ერთიანნი იმ ადამიანებთან, ვინც ხუთი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ებრძვის სტიქიას.

 


საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

 


მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მხოლოდ გასაჭირში, ჩვენ ვართ ერთიანნი ჩვენ მიზნებში და ამიტომაც ვიწოდებით ერად.

 


ამავე დროს ჩვენ განსხვავებულებიც ვართ და ამიტომ საქართველო არის დემოკრატიული. დემოკრატიული საქართველოს მთავარი დოკუმენტი კი, საქართველოს კონსტიტუციაა.

 


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ქართველმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა კონსტიტუციის ერთად წაკითხვაში. ჩემთვის ძალიან, ემოციურად მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი.

 


მაგრამ ჩვენ არამხოლოდ ყველამ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ.

 


იმიტომ რომ კონსტიტუციის მთავარი არსი და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები ქირაობენ სწორედ ამ კონსტიტუციის მეშვეობით ჩვენს ხელისუფლებას.

 


შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის ტექსტი რომლითაც იწყება კონსტიტუცია, „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ მართლაც განხორციელდეს ჩვენ კონსტიტუციურ დოკუმენტში.

 


ძალა ერთობაშია, კონსტიტუცია ჩვენ გვაერთიანებს, ერთიანობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წინაპირობაა.

 


გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი