საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ რკინიგზელთა აქცია გაიმართა. მოშიმშილე რკინიგზელებმა აქციაზე შენობის ფოიეში შესვლა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის ფოიეში შესვლის საშუალება არ მისცა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა რკინიგზელებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება.
დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.