სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან სტიქიის სხვადასხვა ზონებში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა.
შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. ასევე, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა.
ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.