საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია ეწვია.
საქართველოს და ბელარუსის შს მინისტრებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელარუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ხელს მოაწერენ სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.