პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ მიისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახირეებს შეხვდნენ.
ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურიათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამახურეებს ხანძარ საწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.
„დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, თქვენი მონდომებით და თავდადებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ. მე, გენშტაბის უფროსი, მეთაურები, ვიქნებით პირადად თქვენს გვერდით, რომ ჩვენი ბუნების დაცვის ამოცანა შევასრულოთ ღირსეულად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ დღესვე. აბა თქვენ იცით, ღმერთი იყოს თქვენი შემწე”, მიმართა მინისტრმა სამხედროებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.