სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც გვარამია აცხადებს, საქმე, რომელთან დაკავშირებითაც დაკითხვაზეა დაბარებული, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება.
„დაკითხვაზე დამიბარეს ხვალ 15:00 საათზე მოდულის შენობაში. საქმე ეხება 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე 315-ე მუხლით. ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე, რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც მითხრეს არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები, რაც უცნაურია, მოწმეს საქმის მასალებს როგორც წესი არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,“ განაცხადა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.