ჩილეში, პინოჩეტის მმართველობის დროს ჩადენილი მკვლელობებისთვის, 91 წლის გენერალს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
25-08-2017, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

91 წლის ჩილელი გენერალი სამხედრო მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების ჩადენისთვის გაასამართლეს. მისმა ნათესავებმა ამ ნაბიჯს „შურისმაძიებლური“ უწოდეს.

 


პოლიციამ ჰექტორ ოროზკო ამ კვირას დააპატიმრა მას შემდეგ, რაც მას გენერალ ავგუსტო პინოჩეტის მმართველობის დროს ორი აქტივისტის მკვლელობისთვის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 


მისი ძმის განცხადებით, ოროზკოს სიბერით გამოწვეული დემენცია აწუხებს, თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ იგი ნათლად გამოხატავს აზრებს და ციხეში სასჯელის მოხდა შეუძლია.

 


გენერალი ოროზკო ჩილეს ავადსახსენებელი სადაზვერვო სამსახურის (DINE) ყოფილი დირექტორია.

 


ოფიციალური პირების განცხადებით, გენერალ პინოჩეტის მმართველობის დროს 3,200-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული ან დაკარგულად გამოცხადდა, და ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მომავლის საბედისწერო განსაზღვრაში DINE-ს თავისი ავადსახსენებელი როლი მიუძღვის.

 


გადამდგარი გენერალი დამნაშავედ 1973 წელს მემარცხენე აქტივისტების რიგობერტო აჩუს და აბსალონ ვეგნერის მკვლელობაში სცნეს.

 


ორივე აქტივისტი გენერალი პინოჩეტის მმართველობისას დაიჭირეს და იარაღის უკანონოდ შენახვაში დაადანაშაულეს.

 


ისინი პოლიციის შენობიდან დაკითხვის შემდეგ ციხეში გადაყვნანისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სროლით მოკლეს.

 


ჰექტორ ოროზკოს მეთაურობის ქვეშ მყოფმა სამხედრო ლეგიონმა განაცხადა, რომ ორივე დაკავებული პიროვნება გაქცევას ცდილობდა.

 


თუმცა, ჩილეს სიმართლის კომისიამ ეს განცხადება არადამჯერებლად მიიჩნია. ამ მოსაზრებას იმით ადასტურებენ, რომ აქტივისტ აჩუს არ შეეძლო ფეხით დამოუკიდებლად გადაადგილება თვეების განმავლობაში წამების შემდეგ.

 


ოროზკოს გარდა, ორი პენსიაზე გასული ოფიცერი და ორი მოქალაქე დაადანაშაულეს აქტივისტების მკვლელობაში.

 


თუმცა, ოროზკოს ასაკმა მისი პატიმრობის ციხეში გატარების საკითხზე დებატები წარმოშვა.

 


ოროზკოს ძმის თქმით, „მისი დაპატიმრება შურისძიებაა და არა სამართალი“. „შემდეგში მას გახდილს ცეკვას აიძულებენ უფრო მეტად დასამცირებლად“, დაამატა მან.

 


განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე ჯეიმი არანკიბიამ განაცხადა, რომ ოროზკო „ჯანმრთელი იყო და შეეძლო პატიმრობის ნორმალურ მდგომარეობაში მოხდა“.

 


მთავრობის წარმომადგენელმა, პაულა ნარვაეზმა განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხზე აზრს არ შეიცვლის. 

 


„ქვეყანამ შეიძლება ამ საკითხზე ღიად ისაუბროს, მაგრამ მთავრობამ - არა. მთავრობა ამ საკითხზე დამოკიდებულებას არ შეიცვლის“, თქვა მან.

 


გენერალი ოროზკო სასჯელს პუნტა პეუკოს ადამიანთა უფლებების დამრღვევთა სპეციალურ ციხეში მოიხდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი