მაღალმთიანი რეგიონებისთვის სოციალური და საგადასახადო ხასიათის შეღავათები დაწესდება
22-04-2015, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.


ქუცნაშვილის განმარტებით, მთის რეგიონებს და იქ მაცხოვრებლებს გარკვეული ტიპის შეღავათები დაუწესდებათ.


„კანონპროექტი გადის სამთავრობო უწყებების მხრიდან ვიზირებას. ვეოდებით, რომ მთავრობა იმ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რის შემდეგაც ის პარლამენტში იქნება ინიცირებული. ვგეგმავთ, რომ აპრილი – მაისის თვეში განხილვა – მიღების პროცედურები ვაწარმოოთ, რომ ახალი წლიდან მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი კანონი ამოქმედდეს. ჩვენ ვალდებულები ვართ მაღალმთიან რეგიონებს განვითარებისათვის შეღავათიანი პირობები შევუქმნათ. ჩვენ გვინდა მათთვის ორი ტიპის სოციალური და საგადასახადო ხასიათის შეღავათები დავაწესოთ. სოციალური შეღავათის მიზანია ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების დამაგრება და მათთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება. ხოლო საგადასახო შეღავათების შემოღების მიზანია, წავახალისოთ დამატებითი ღირებულების შექმნა. იმედს ვიტოვებთ, რომ შეღავათები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და იმ სიღარიბის დაძლევას გამოიწვევს, რაც მაღალმთიან რეგიონებშია. ეს შეაჩერებს ურბანიზაციის და მთის დაცლის პროცესს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი