საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კარლო ნატალემ პრემიერ მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაუფიქსირა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“ აღნიშნა კარლო ნატალემ.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს დახმარების მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია, ევროკავშირის კრიზისების მართვის ცენტრს, საქართველოს მთავრობამ ხანძრის პირველივე წუთებიდან მიაწოდა.
ევროკავშირმა პროგრამა „კოპერნიკუსი“ აამოქმედა. აღნიშნული პროგრამა, ევროპაში, მასშტაბური ხანძრების შემთხევაში ხორციელდება და სტიქიის ზონების სატელიტურ დაკვირვებას უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.