საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა


25-08-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის, მიხაელ როტის მოწვევით, ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.


 

 

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას სწორედ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან გამართავს.

 

 

„შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

 

 

შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.



 

 

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან. 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი