რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ვითარება გაუმჯობესებულია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძრის სრულ ლიკვიდიაციამდე სტიქიის ზონაში ავიაციასთან ერთად, ცოცხალი ძალა იმუშავებს.
„ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ვითარება გვაქვს საგრძნობლად გაუმჯობესებული. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. იქ სადაც ლოკალიზებულია კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 10-12 კილომეტრამდე გზა გვაქვს გაყვანილი მთაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ ცოცხალი ძალა შეგვეყვანა ლოკაციამდე, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით", განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.