ბორჯომის ხეობაში სამხედროები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად აწარმოებენ
25-08-2017, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის რამდენიმე კერა აღმოფხვრეს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლდიმერ ჩაჩიბაია უშუალოდ მონაწილეობდნენ.

 


გეგმის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები მეორე და მეცხრე სექტორზე გადანაწილდნენ. ჯარისკაცებმა გარკვეულ უბნებზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რითიც ხანძრის გავრცელების რისკი თავიდან იქნა აცილებული. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჯარისკაცები საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

 


თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ლიკვიდირებულ ხანძრის კერებზე სამხედროთა გარკვეული რაოდენობა დარჩება, სადაც ჯარისკაცები პატრულირებას განახორციელებენ ცეცხლის კერების აღმოცენების პრევენციის მიზნით.

 


ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ხანძრის კერების დამუშავების პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები ხანძრის კერების დამუშავებას განაგრძობენ და ადგილზე რჩებიან. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალები საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს დილიდან ჩაერთვნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი