საპარლამენტო უმრავლესობა: შეუძლებელია დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან
25-08-2017, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობა, „იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს", ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის პრესსამსახურმა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება გაავრცელა.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა დიალოგის განახლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

 

 

18 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეთხოვათ წერილობით იმ საკითხების ამომწურავი სიის წარდგენა, რომელთა კონსტიტუციაში არასახვის შემთხვევაში, შესაბამისი პარტია მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნებოდა ამ პარტიის მხარდაჭერა.

 

 

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, მეტიც, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას. აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად.

 

 

ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა.

 

 

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და  არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან", ნაათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი