საქართველოში მიმდინარე წელს რამდენიმე ავიაკომპანია გეგმავს შემოსვლას
22-04-2015, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში მიმდინარე წელს რამდენიმე ავიაკომპანია გეგმავს შემოსვლას. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელბს.

უწყების ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის სურვილი ბერძნულმა ავიაკომპანია - ELLINAIR–მა გამოთქვა. ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 7 აპრილს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განაცხადით მიმართა, რომლის მიხედვითაც ELLINAIR-ს საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სალონიკი - თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება სურს. ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით გეგმავს.

ზაფხულის სეზონიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ზამთრის სეზონზე შესვენების შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია - ISRAIR დაბრუნდა. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 2 აპრილს, თელ-ავივსა და თბილისს შორის შეასრულა. ხსენებული ფრენა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდა, რომელიც 174 მგზავრს იტევს. 2 აპრილის რეისით, საქართველოში 162 მგზავრი ჩამოფრინდა, რომელთაგან ყველა ტურისტია. ამ მომენტისთვის ავიაკომპანია - ISRAIR რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით ახორციელებს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია სიხშირეების გაზრდას - კვირაში 4 სიხშირემდე გეგმავს.

ამავდროულად, საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენების განახლებას ისრაელის მეორე ავიაკომპანია - ARKIA აპირებს, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 1 სიხშირით 120 ადგილიანი საჰაერო ხომალდით შეასრულებს, 7 ივნისიდან კი ავიაკომპანია კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია - ARKIA-სთან თელ-ავივი - ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, აქტიური კონსულუტაციები მიმდინარეობს. ხსენებული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ჩამოყვანილ მგზავრთა 90%-ს ტურისტები წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რეისებით კვირის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 800-850 ტურისტი ესტუმრება.

საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიმდინარე წლის 18 მაისიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია - Pegasus განახორციელებს. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თურქულმა ავიაკომპანია - Pegasus-მა სურვილი გამოთქვა, სტამბოლსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განეხორციელებინა, თუმცა, მოქმედი შეთანხმების შესაბამისად, ამ მარშრუტზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება შეუძლებელი იყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ერთობლივი ძალისხმევით, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებასთან წერილობითი კონსულტაციები გამართეს და „საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანა და ქუთაისის დანიშნულების პუნქტად განსაზღვრა მოხდა. ამ მომენტისათვის Pegasus-ი სტამბოლი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველად უკვე დანიშნულია.

საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, ავიაკომპანია - Georgian Airways-მა 10 აპრილს, პირველი რეისი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულა. ამავდროულად, აპრილის ბოლოდან ავიაკომპანია თბილისიდან სამარას მიმართულებით, საჰაერო მიმოსვლის შესრულებას გეგმავს.

2 ივნისიდან ეგვიპტური ავიაკომპანია - Air Cairo იწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით თბილისსა და ჰურგადას შორის, კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 29 ივნისიდან კიდევ 2 სიხშირეს დაამატებს.

1-ელი ივნისიდან ყაზახური ავიაკომპანია - Air Astana ახალი მიმართულებით - ასტანასა და თბილისს შორის, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დაიწყებს.

არაბულმა ავიაკომპანიამ - Air Arabia-მ, რომელიც პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისსა და შარჟას შორის ახორციელებს, ფრენის სიხშირეები გაზარდა და ზაფხულის სეზონზე საჰაერო მიმოსვლას სამის ნაცვლად კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

არაბულმა ავიაკომპანია - Etihad Airways-მა სურვილი გამოთქვა, პირდაპირი თბილისსა და აბუ-დაბის შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შესაბამისი ნებართვის მისაღებად კონსულტაციები უკვე დაიწყო. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2 ოქტომბრიდან კვირაში 3 სიხშირით, გეგმავს.

როგორც ეკონომიკი სამინისტროში აცხადებენ, ზემოხსენებული ავიაკომპანიების შემოსვლა სამგზავრო გადაყვანების ზრდას და საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად მუშაობას აგრძელებს, რათა საქართველოში დამატებით ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას და ახალი მიმართულებების ათვისებას შეუწყოს ხელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი