გიორგი კვირიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული
25-08-2017, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამის მიუხედავად, საგანგებო შტაბი მუშაობას გააგრძელებს.

 

 

„შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას, ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები იქნას ოპერატიულად ჩაქრობილი", განაცხადა პრემიერმა, რომლის თქმითაც, „ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა“.

 

 

„საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები. ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვებიც, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, აქ ვინც ვიმყოფებით - მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ იმ წერტილებში, სადაც იყო სიცოცხლის რისკიც და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ულამაზესი ტყის, გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი