სულ მცირე 23 ადამიანია მოკლული ძალადობრივი პროტესტისას ჩრდილოეთ ინდოეთში პოპულარული რელიგიური ლიდერის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით მსჯავრის დადების გამო.
როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები გურმიტის რამ რაჰიმ სინგჰის მიმდევრები არიან. გაბრაზებული მხარდამჭერები ქალაქ პანჩუკაში, ჩანდიღარის მახლობლად გამძვინვარებული ფორმით აქციებს მართავდნენ.
პოლიციის განცხადებით, სინგჰის მიმდევარებიდან დაახლოებით 2,500 ადამიანი დააპატიმრეს. პარასკევს გამოცხადებულ განაჩენამდე სინგჰის მიმდევრებიდან 200, 000-ზე მეტმა მოიყარა თავი ჩანდიღარის მიდამოებში.
50 წლის სინგჰი, რომელიც აცხადებს, რომ მილიონი მიმდევარი ჰყავს, მისი 2002 წელს ჩამოყალიბებული სექტის, „დერა საჩა საუდას“ შტაბ-ბინაში ორი ქალის გაუპატიურების ბრალდებით იქნა გასამართლებული.
სასამართლოს მიმდებარედ, სადაც განაჩენი იქნა გამოტანილი, ათასობით ჯარისკაცი, პოლიციელი და გასამხედროებული ძალები იქნა განლაგებული. მათ ცრელსადენი გაზი და წყლის ჭავლი გაუშვეს პროტესტანტების მიმართულებით, რათა კონტროლი აღედგინათ. რეგიონის პოლიციის მეთაურის თქმით, ძალადობრივი გამოსვლა ახლა კონტროლს ექვემდებარება.
შტატ პენჯაბის გასწვრივ და ქალაქ ჩანდიღარის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათი გამოცხადდა. მღელვარებას დედაქალაქ დელიშიც ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.