საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრმა მათ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობას და ხალხს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეც. ტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.