საქართველოს პრემიერ მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი საქართველოში ქვეყნისთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდნენ და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„თქვენ, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ებრძოდით ამ ხანძარს და იბრძოლეთ თავდაუზოგავად და წარმატებულად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის. ვაფასებთ ყველაფერს რაც გააკეთეთ“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ ხალხს, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 65 მეხანძრე-მაშველი გამოაგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.