ბრიუსელის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი „ალაჰ აქბარის“ ყვირილით ჯარისკაცებს დაესხა თავს
26-08-2017, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელის ცენტრში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც იგი ორ ჯარისკაცს ქუჩაში გრძელი დანით, მაჩეტეთი დაესხა თავს.

 


BBC-ის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელი, მიყენებული ჭრილობის გამო, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთ ჯარისკაცს ჭრილობა სახეში აქვს მიყენებული, მეორეს კი ხელზე.

 


გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციას ინციდენტის ადგილი კორდონით აქვს შემოსაზღვრული და მიმდებარედ ჯარისკაცები არიან განლაგებული.

 

 

 


ჯარისკაცები ბელგიის დედაქალაქში მას შემდეგ განალაგეს, რაც იქ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

 


ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი „ტერორისტული აქტივობებით არ ყოფილა ცნობილი“, მაგრამ იგი თავდასხმისას არაბულად „ალაჰ აქბარს“ (ღმერთი უდიდესია) გაჰყვიროდა.

 


პროკურატურის ოფისის თქმით, პარასკევს მომხდარი თავდასხმა განიხილება, როგორც ტერორისტული ინციდენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი